fbpx
საზოგადოება

საფრთხე საბერძნეთისთვის – იტალიაში უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა საიწყო!

ევროპის ყველაზე მაღალმა და აქტიურმა ვულკანმა “ეტნამ”, რომელიც იტალიაში, კერძოდ კუნძულ სიცილიაზე მდებარეობს, ამოფრქვევა დაიწყო. იტალიის ხელისუფლებამ კუნძულზე აეროპორტი დახურა, რადგან ცაზე ხილვადობა არ არის.

გარდა ამისა, ვულკანის გააქტიურება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ლავის ამოფრქვევა საბერძნეთში სეისმურ ბიძგებს იწვევს. პირველი მიწისძვრა ზაკინთოზე უკვე დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ “ეტნას” ამოფრქვევა ყოველ 150 წელიწადში ერთხელ სიცილიაზე ვულკანის გარშემო დასახლებულ ტერიტორიებს სრულიად ანადგურებს, მაგრამ ეს ყველაფერი ადგილობრივებს იქიდან მაინც ვერ აძევებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცხელი ლავა რამდენიმე კუბურ მეტრზეა გავრცელებული.

ექსპერტები შიშობენ, რომ ვულკანის ძლიერი ამოფრქვევის შემთხვევაში საფრთხე საბერძნეთსაც ელის, რაც ასევე ძლიერ მიწისძვრაში გამოიხატება.

onalem

ტესტ