fbpx
საზოგადოება

რა ხელფასები აქვთ ბერძნებს საკუთარ ქვეყანაში?!

არსებული მონაცემების მიხედვით, ყოველ მესამე ბერძენს ხელფასი 600 ევროზე ნაკლები აქვს. აღნიშნული ციფრი სპციალური გამოცემა Ergane-დან არის აღებული, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 422,150 დასაქმებულს სამუშაო საათები შემცირებული აქვს.

თუმცა, 216,150 დასაქმებული ჯერ კიდევ სრულ განაკვეთზე მუშაობს, მაგრამ მათი ხელფასი 501-დან 600 ევრომდე მერყეობს. ამრიგად, 1, 9 მილიონი ადამიანიდან საბერძნეთში 638. 300 მათგანი დაბალი შემოსავლით “იტანჯება.”

მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, შეინიშნება დასაქმების ზრდა კერძო სექტორში. სულ შეიქმნა 83.508 სამუშაო ადგილი, ხოლო პროცენტულად ზრდა 4.58%-ს შეადგენს.

2018 წელს 10.077-მა კომპანიამ შეავსო განცხადება, რომელთა მიხედვითაც ისინი მზად იყვნენ პერსონალის ასაყვანად. ეს კი ბევრად მეტია 2017 წელთან შედარებით.

2014 წლიდან მოყოლებული 2018 წლამდე ფაქტია, რომ დასაქმების მაჩვენებელი ქვეყანაში 24.60%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ სამსახური კიდევ 376.766-მა ადამიანმა იშოვა.

onalem

ტესტ