fbpx
საზოგადოება

საბერძნეთს ცუდი ამინდის ახალი ტალღა ელის – ტემპერატურის ვარდნა ორშაბათიდან

მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით გამოიდარა და შაბათ-კვირას მზიანი ამინდებია ნავარაუდევი, ბერძენი სინოპტიკოსები ორშაბათიდან ამინდის კიდევ ერთხელ გაუარესებას გვპირდებიან. ამ დრომდე წვიმების პარალელურად ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდებოდა, მაგრამ ამჯერად აცივდება კიდეც.

როგორც იანის კალიანოსი იუწყება, შაბათ-კვირას საბერძნთის უმეტეს ნაწილში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღეს მხოლოდ დილის საათებში იწვიმა თრაკის და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე. კვირა დღეს ისეთივე რბილი იქნება, როგორიც შაბათი, თუმცა, ორშაბათიდან თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.

ფენომენი განსაკუთრებით ძლიერი იქნება თესალიაში, ცენტრალურ საბერძნეთში, იონიის კუნძულებზე, პელოპონისოში, ატიკაში, ვიოტიაში, კიკლადესზე, კრეტასა და დოდეკანესზე. შედარებით დაეცემა ტემპერატურაც.

შეგახსენებ, რომ მხოლოდ გუშინ საბერძნეთში 27.000-მდე მეხი ჩამოვარდა და საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აღინიშნება კეფალონიის სოფლებში.

onalem

ტესტ