fbpx
საზოგადოება

ბერძენი ქირურგები ალბანეთის სამსახურში: ექიმების ჯგუფი მათ დასახმარებლად გაემგზავრა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთი მაქსიმალურად ეხმარება ალბანეთს და სამაშველო ჯგუფების შემდეგ ტირანაში საუკეთესო ექიმების გუნდს აგზავნის, რომლებიც შემდეგ თუმანსა და დირახიოში განაწილდებიან. ისინი მძიმე პაციენტებს მოინახულებენ და ყველაფერს გააკეთებენ სიცოცხლეების გადასარჩენად.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ალბანეთში 6.4 ბალიანმა მიწისძვრამ ორი ქალაქი მიწასთან გაასწორა. მოსახლეობას მას შემდეგ ქუჩებში გაშლილ კარვებში სძინავს, გადარჩენილებს კი გაუჩინარებული ნათესავების ცოცხლად პოვნის მცირედი იმედი აქვთ.

ბოლოს 9 წევრიანი ოჯახიდან 8 დაღუპული იპოვეს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან.

გარდაცვლილთა რიცხვი 49-მდეა გაზრდილი.

onalem

ტესტ