fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის სურსათის კონტროლის სააგენტოს გაფრთხილება საშიში პროდუქტის შესახებ

საბერძნეთის სურსათის კონტროლის სააგენტო, ΕΦΕΤ, მოსახლეობას ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტის შესახებ აფრთხილებს და პარალელურად, მისი გაყიდვიდან ამოღებას ითხოვს.

კერძოდ, საბერძნეთის სუპერმარკეტებში (კონკრეტულად MyMarket) აქტიურად იყიდება ქათმის რულეტი, ბეკონითა და ყველით. შემოწმების შედეგად Pimel Trading ltd-ის წარმოების ამ პროდუქტში მიკროორგანიზმი სალმონელა spp აღმოაჩინეს.

როგორც ცნობილია, სალმონელას ინფექციის ძირითად წყაროდ სწორედ ქათმის ხორცი სახელდება.

პროდუქტის კონკრეტული დასახელება, რომლითაც ის იყიდება, არის “ΠΕΔΙΝΕΣ ΦΑΡΜΕΣ ΡΟΛΟ ΚΟΤΟΠΟΥΛΟ ΜΕ ΜΠΕΪΚΟΝ ΚΑΙ ΤΥΡΙ”. ვარგისიანობის ვადები: 18/11/19 -დან 18/11/20-მდე.

ΕΦΕΤ მოუწოდებს მოსახლეობას, თუ უკვე შეძენილი აქვთ აღნიშნული პროდუქტი, არ მიირთვან ის.

onalem

ტესტ