fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ 10 წლის მარკელას გამტაცებელი დააკავა, რომელმაც ბავშვს ნარკოტიკი დაალევინა

საბერძნეთის პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულია 33 წლის ქალი, რომელმაც 10 წლის გოგონა თესალონიკიდან გაიტაცა და მას ნაკოტიკები სასმლის საშუალებით დაალევინა.

ირკვევა, რომ 11 ივნისს ქალმა მარკელა მოტყუებით წაიყვანა და კალამარიაში მდებარე თავის ბინაში სასმელი დაალევინა, რომელშიც ორი სახის ნარკოტიკი იყო გარეული.

33 წლის წითელთმიანი ქალი გუშინ შუადღეს კატერინის ტერიტორიაზე დააკავეს. მას თმა ჰქონდა შეჭრილი, ვინაიდან ფიქრობდა, რომ ასე მის ამოცნობას ვერ შეძლებდნენ.

პოლიციამ გაჩხრიკა მისი ბინა და ერთ-ერთ ნაგვის ურნაში იპოვა ის ტანსაცმელიც, რომელსაც ბავშვის გატაცების, შემდეგ კი გაშვების დღეს ატარებდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ