fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სამუდამო პატიმრობის ბრალდება შეუმსუბუქეს მამაკაცს, რომელმაც საკუთარი მშობლები დაწვა

გავრცელებული ინფორმაციით, საუდამო პატიმრობის ბრალდება მოუხსნეს 47 წლის მამაკაცს, რომელმაც 2020 წლის აღდგომას საკუთარ მშობლებს საწვავი გადაასხა და ცოცხლად დაწვა. შემთხვევა თესალონიკში, ვასილისის ოლგას გამზირზე მოხდა.

როგორც ცნობილია, თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები და 47 წლის ბერძენის სასჯელი, რომელიც ორჯერ სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა, შეიცვალა და გახდა თავისუფლების 21 წლით აღკვეთა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სასამართლომ რამდენჯერმე უარყო ბრალდების შემცირების მოთხოვნა, გონებრივი ჩამორჩენილობის საფუძვლით.

47 წლის მამაკაცმა საკუთარ 87 წლის მამას საწვავი გადაასხა და მოხუცი, ფაქტობრივად, ცოცხლად დაიწვა, ხოლო 81 წლის დედამ უკიდურესად სერიოზული დამწვრობები მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც თავად აღწერდა, სიამოვნებით უყურებდა როგორ იწვოდნენ მისი მშობლები და არც კი უფიქრია, რომ დახმარებოდა მათ.

ბინა სადაც ინციდენტი მოხდა:

onalem

ტესტ