fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ძარცვის ამსახველი მძიმე კადრები – კლიენტმა შიშისგან გონება დაკარგა

კადრები, რომლებიც მაღაზიის კამერებმა დააფიქსირეს, მძიმე სანახავია. ინციდენტი ხაიდარიში მდებარე სავაჭრო დაწესებულებაში მოხდა, სადაც ორი ჩაფხუტიანი მამაკაცი შეიჭრა და იარაღის მუქარით კლიენტებსა და მომსახურე პერსონალს უბრძანეს, რომ არაფერი მოემოქმედებინათ.

თავდაპირველად ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა, რამდენიმე წუთში კიდევ ერთი კლიენტი გამოჩნდა, რომელმაც შიშის გამო გონება დაკარგა, ხოლო მძარცველები არავის აძლევდნენ უფლებას, რომ მას დახმარებოდნენ.

როგორც ცნობილია, ადგილზე პოლიციის მობილიზება სწრაფად მოხდა, თუმცა, დამნაშავეთაგან მხოლოდ ერთის დაკავება მოახერხეს. მეორე ამ დრომდე იძებნება.

onalem

ტესტ