fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: სასულიერო პირი კოკაინის შენახვისთვის დააკავეს

საბერძნეთში, კერძოდ, იმათიას ერთ-ერთ სოფელში სასულიერო პირს კოკაინი აღმოუჩინეს.

ბერძნული მედიის ცნობით, 34 წლის მღვდელი ანაფორის ქვეშ, კერძოდ, გენიტალიებთან, 1, 8 გრამ კოკაინს მალავდა. ვერიის პოლიციის თანამშრომლებმა მონიტორინგის შედეგად, მღვდელი დააკავეს.

ის პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც ამტკიცებდა, რომ კოკაინს ის თავად მოიხმარს და გამსაღებელი არ არის.

მას ნარკოტიკების შენახვისთვის ბრალი წაუყენეს, თუმცა, მოგვიანებით გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ სასულიერო პირს პრობლემები პოლიციასთან აქამდეც ჰქონია.

onalem

ტესტ