fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 14 წლის გოგონამ ალმოდებული სახლიდან 3 ბავშვი გამოიყვანა

14 წლის გოგონამ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სამი ბავშვი ცოცხლად დაწვას გადაარჩინა. ის მეზობლის ალომოდებულ სახლში უყოყმანოდ შევიდა და ბავშვები გამოიყვანა. მათი მშობლები ამ დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.

ინციდენტი კუნძულ როდოსზე მოხდა. 14 წლის ვარვარა ტელეკომპანია Epsilon-ზე საუბრობს:

“ამ დღეების მანძილზე ცუდი შეგრძნება მქონდა და ჩემს მშობლებს ვუთხარი უქმეებზე არ წასულიყვნენ. მეგონა მათ მგზვრობისას რამე დაემართებოდათ, თუმცა, შევცდი. გუშინ ჩემი მშობლები და მთელი სამეზობლო წავიდა და სრულიად მარტო ვიყავი. მეზობელი სახლიდან ბავშვების ყვირილი გავიგე, ამბობდნენ რომ ცეცხლი იყო. მათ სახლში ფანჯრიდან შევედი. არ მაღელვებდა, მე თუ რაიმე მომივიდოდა, მთავარი იყო, რომ სამი სიცოცხლე, სამი ბავშვი გადამერჩინა.”

როგორც მან გაამხილა, ოცნებობს პოლიციელი გახდეს. მას ერთი წუთითაც არ უყოყმანია ცეცხლმოკიდებულ სახლში შესულიყო, ვიდრე პოლიცია და სახანძრო მივიდოდა.

ვარვარას ისტორია ნამდვილად გულისამაჩუყებელია, თუმცა, მსგავს სერიოზულ სიტუაციებში რეკომენდებული არ არის ბავშვები მოიქცნენ მისნაირად, ვიდრე ადგილზე შესაბამისი სამსახურები გამოცხადდებიან.

onalem

ტესტ