fbpx
საზოგადოება

გლიფადა: მამა თავის ეტლში მჯდომ შვილთან ერთად 45 წუთი იცდიდა, რომ ისინი მანქანას გაეტარებინა

ათენის მდიდრულ გარეუბანში მომხდარი შემთხვევა კარგი მაგალითია იმისთვის, რომ დავინახოთ, თუ რა დონეზეა ბერძნული საზოგადოების ნაწილის თვითშეგნება. მამას სურდა თავისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი ყავის დასალევად გარეთ გაეყვანა, თუმცა, ბავშვის თავისუფლად გადაადგილება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ფეისბუქში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ისინი 45 წუთი იცდიდნენ, ვიდრე მოვიდოდა იმ მანქანის მძღოლი, რომელიც ზუსტად იმ ადგილას იყო გაჩერებული, სადაც ეტლში მჯდომი ადამიანებისთვის განკუთვნილი ჩასასვლელია.

ბავშვს, რომელსაც სიარული არ შეუძლია, ჩაუკეტეს გზა, რომელიც სწორედ მისთვისაა გაკეთებული, თუმცა, არც მისი გამოყენება შეუძლია. მისი მამა კი, მასთან ერთად, 45 წუთის მანძილზე ელოდა მძღოლის გამოჩენას.

შემთხვევამ საზოგადოების დიდი კრიტიკა გამოიწვია. “სამწუხარო, ბერძნული რეალობა,” – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

onalem

ტესტ