fbpx
კრიმინალი

ომონია: ქაოსი და დაკავებების კიდევ ერთი სერია ათენის ცენტრში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს ომონიაზე კიდევ ერთი ოპერაცია განხორციელდა. დაკავებულია საერთო ჯამში ხუთი ადამიანი.

კერძოდ, პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე და ორი ბერძენი დააპატიმრა. მათი მთავარი ბრალდება ნარკოტიკებით ვაჭრობაა.

ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც მათ გასაყიდად ჰქონდათ გამზადებული და პოლიციისგან დამალვას ცდილობდნენ.  აღმოჩენილია სულ 16 პაკეტი. ასევე, რამდენიმე მობილური ტელეფონი და ნაღდი ფული.

დაკავებული უცხოელების ეროვნების შესახებ ინფორამცია არ ვრცელდება.

 

 

onalem

ტესტ