fbpx
კრიმინალი

“პირი დავუკეტე და ბალიში დავაფარე, ყველაფერს დეტალურად გეტყვით” – ანაგნოსტოპულო პოლიციას “დანებდა”

“ლაპარაკი დაიწყო, რადგან მიხვდა, რომ ყველაფერი ვიცოდით. თითქოს უნდოდა საკუთარი დანაშაულის შესახებ მოეყოლა, რომ გათავისუფლებულიყო. შემდეგ თავი ჩაღუნა და ლაპარაკი შეწყვიტა,” ამბობს პოლიციის ოფიცერი იმ მომენტის შესახებ, როდესაც ბაბის ანაგნოსტოპულო განყოფილებაში შეიყვანეს, დასაკითხად.

“პირი დავუკეტე და ბალიში დავაფარე, ყველაფერს დეტალურად მოვყვები,” ეს არის ერთ-ერთო ნაწყვეტი მისი ჩვენებიდან.

32 წლის პილოტმა 20 წლის კაროლაინის გარდა სასტიკად მოკლა თავიანთი 7 თვის ლეკვიც, რომელიც შემდეგ კიბეზე ჩამოკიდა. ეს გააკეთა იმისთვის, რომ ძარცვის “თეატრი”, რომელიც დადგა, გამხდარიყო ბევრად უფრო დამაჯერებელი პოლიციისთვის. მაგრამ გამოცდილი ოფიცრები სახლში შესვლის პირველივე წუთიდან მიხვდნენ, რომ მკვლელი თავად იყო.

ირკვევა, რომ პილოტმა ამოიღო კამერების მეხსიერების ბარათები და საპირფარეშოში ჩაყარა.

ანაგნოსტოპულო უმოკლეს დროში წარსდგება სასამართლოს წინაშე.

onalem

ტესტ