fbpx
კრიმინალი

“მივდივარ, ერთი ეჭვმიტანილი უნდა ამოვიცნო” – ანაგნოსტოპულოს ბოლო სიტყვები კაროლაინის დედას, რომელსაც ეხუტებოდა

წარმოუდგენელია თეატრი, რომელიც ხარალამბოს ანაგნოსტოპულომ ცოლის მკვლელობის დასაფარად დადგა. მაგრამ ყველაზე შემზარავია ის ფაქტი, რომ კუნძულ ალონისოზე ის კაროლაინის 40-ზე იმყოფებოდა და  ეხუტებოდა დედას, რომელსაც შვილი მოუკლა.

როგორც უკვე ცნობილია, ანაგნოსტოპულოს ათენში გადმოსაყვანად პოლიცია კუნძულზე სპეციალური ვერტმფრენით ჩავიდა. გამოცდილმა ოფიცრებმა მას უთხრეს, რომ აეროპორტში დააკავეს ერთი მამაკაცი, რომელიც სავარაუდო ეჭვმიტანილი იყო და მის ამოსაცნობად უნდა წაეყვანათ ათენში.

ირკვევა, რომ თავდაპირველად ბაბიმ უარი განაცხადა წაყოლაზე, მაგრამ პოლიციის დაჟინებული თხოვნის ფონზე, საბოლოოდ წაჰყვა კიდეც. ვიდრე ვერტმფრენში ჩასვამდნენ, მას სთხოვეს, გაეთიშა თავისი მობილური ტელეფონი და ნუ მოაწყობდა რაიმე სახის სცენას, ვინაიდან იქ მედია იმყოფებოდა.

შოკისმომგვრელია მომენტი, როდესაც ბაბი ჩაეხუტა კაროლაინის დედას, ქალს, რომელსაც მან შვილი მოუკლა და მთელი ამ დროის მანძილზე მის გვერდით იყო, პოლიციას კი დამნაშავეს სხვაგან აძებნინებდა. ჩახუტების დროს ორივე ტიროდა, მისი ცრემლები კი რამდენად რეალურია, ეს სხვა საკითხია.

“მივდივარ, ერთი ეჭვმიტანილი უნდა ამოვიცნო,” ეს იყოს მისი ბოლო სიტყვები, რომლებიც კაროლაინის დედას უთხრა, რომელმაც, ცხადია, ჰკითხა, თუ რატომ ჩააკითხა ვერტმფრენმა და რატომ მიჰყავდათ ათენში სასწრაფოდ.

ხალარამბოს (ბაბის) ანაგნოსტოპულომ მკვლელობა 8 საათიანი დაკითხვის შედეგად აღიარა, გამოცდილმა პოლიციელებმა მას გამოსავალი არ დაუტოვეს, წინ დაუდეს ყველა მტკიცებულება და ყალბი ჩვენება, რომელიც მას ჰქონდა მიცემული და საბოლოოდ, აღიარა, რომ 20 წლის ცოლი სიცოცხლეს თავად გამოსალმა.

onalem

ტესტ