fbpx
საბერძნეთი

ოჯახში ძალადობის გამო მისულმა ბერძენმა პოლიციელებმა ბავშვს ტორტი და საჩუქრები მიუტანეს

სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ტაკის თეოდორიკაკო პირადად შეხვდა ორ პოლიციელს, რომელმაც საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დიდი ჰუმანიზმი გამოიჩინა ბავშვების მიმართ, რომლებიც საკუთარ ოჯახში ძალადობას შეესწრნენ.

როგორც ირკვევა, შემთხვევა ლეფკადაში მოხდა, სადაც ორი ოფიცერი ერთ-ერთ ოჯახში მივიდა, ვინაიდან ქალბატონი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა და ფაქტობრივად, ბავშვებიც, რადგან ისინი ამ ყველაფერს უყურებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახში დაძაბულობა და ჩხუბი იყო, ერთ-ერთი ბავშვი პოლიციელთან მივიდა და უთხრა, რომ დაბადების დღე ჰქონდა, მშობლებმა კი, ეს დღე ჩაუშხამეს.

ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, ოფიცრები წავიდნენ, გოგონას ტორტი და გარკვეული საჩუქრები უყიდეს და შეეცადნენ მისთვის ეს დღე ისევ გაელამაზებინათ.

ტაკის თეოდორიკაკოს სურდა, რომ ორივე ოფიცრისთვის მადლობა გადაეხადა და ამის ნიშნად, სადილზე მიიპატიჟა.

onalem

ტესტ