fbpx
საბერძნეთი

“ნუ იზეიმებთ, არაფერი დამთავრებულა, “ომიკრონი” თავის ტუზს მალავს და სულ მალე გვაჩვენებს” – ნიკოს ძანაკის

ომიკრონის ქვევარიანტის გამოჩენის შემდეგ მეცნიერები პანდემიის კურსის შესაძლო განვითარებას განიხილავენ. კრეტას უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკოს ძანაკი აცხადებს, რომ სჯობს ფრთხილად ვიყოთ, რადგან ომიკრონს თავისი რეალური სახე ჯერ კიდევ არ უჩვენებია.

“მუტაციების გაჩენა ვირუსის ბუნებრივი კურსია. სანამ ის საზოგადოებაში არსებობს, ყველა უჯრედში შეღწევისთვის იბრძვის. ნუ იზეიმებთ, რადგან “ომიკრონთან” დაკავშირებით არ დაგვიმთავრებია. ეს მუტაცია თავის ტუზს მალავს და ვფიქრობ, რომ სულ მალე გვაჩვენებს. ყველა მუტაცია გავრცელდა იმ ქვეყნებიდან, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, მაგალითად: ინდოეთი.

საავადმყოფოებში მართვით სუნთქვაზე ვისაც ვათავსებთ, 10-დან 9 აუცრელია, ვისაც აქვთ თანმდევი დაავადებები, სწორედ ეს დაავადებები ახანგრძლივებს მათი ჰოსპიტალიზაციის ვადას,” ამბობს ის.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, “ომიკრონის” ქვევარიანტი შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტად გადამდები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია მისი ხასიათის შესახებ, პროფესორები მოსახლეობას პანიკისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ამასთანავე, პროფესოთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არ ვართ დაზღვეული ისეთი მუტაციების გაჩენისგანაც, რომლებიც ბევრად მძიმედ დაავადებას გამოიწვევენ, ამიტომ საჭიროა ვაქცინაციის გზით, ამ ყველაფრის შეჩერება.

 

onalem

ტესტ