fbpx
კრიმინალი

კატო პატისია: 17 წლის გოგონას ეუბნებოდა, რომ აღსარება ჩაებარებინა და შემდეგ მასზე ძალადობდა, მეორეს კი, 50 ევრო შესთავაზა, თუ დროს დაუთმობდა

კატო პატისიაზე სასულიერო პირის არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებამ საზოგადოება შეძრა. ადგილობრივი მრევლი ვერ იჯერებს, რომ მათი ტაძრის მოძღვარს აღნიშნული ბრალდებები აქვს წაყენებული.

ვრცელდება შოკისმომგვრელი დეტალები, რომელთა მიხედვითაც მამაკაცი 17 წლის გოგონას ჯერ აღსარებას ართმევდა, ხოლო შემდეგ მასზე ძალადობდა. სასულიერო პირს მოზარდის ნდობა ჰქონდა მოპოვებული და იმხელა გავლენას ახდენდა მასზე, რომ შიშისგან ვერაფერს ამბობდა და მის დანახვაზე გონებას კარგავდა.

გამოჩნდა კიდევ ერთი გოგონა, ლუნა, რომელიც კამერებთან ჰყვება, რომ 37 წლის მამაკაცი განმარტოებას სთხოვდა, 50 ევროს სთავაზობდა, თუ დროს მასთან ერთად გაატარებდა და კითხვებს უსვამდა, ძალიან პირადულ თემებთან დაკავშირებით.

საუბარია პერიოდზე, როცა სასულიერო პირის მეუღლე ფეხმძიმედ იყო და როდესაც ლუნას აღნიშნულ თემებზე თავის ოფისში ესაუბრებოდა, მისი მეუღლე და შვილები მოპირდაპირე მხარეს, ეკლესიაში იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვინაიდან ლუნას მოუწია, რომ საქმის გამო სასულიერო პირის ნომერი შეენახა, სახელად დააწერა “ნუ უპასუხებ”. ვრცელდება მესიჯიც, რომელიც გოგონას აწ უკვე დაკავებულმა გაუგზავნა.

onalem

ტესტ