fbpx
კრიმინალი

უბრალო შელაპარაკება ტელეფონის კონტრაქტის გამო, რომელმაც 39 წლის კოსტას სიცოცხლე იმსხვერპლა

მობილური ტელეფონის კონტრაქტის შეწყვეტა და საჩივრები ქვითრებთან დაკავშირებით – დაუჯერებელია, მაგრამ ეს არის ის მიზეზები, რომელთა გამოც 72 წლის მამაკაცმა დღეს დილით 39 წლის კოსტას კარიტინოსი მოკლა.

თვითმხილველთა ჩვენებები მომხდარს ნათელს ჰფენენ და აცხადებენ, რომ მამაკაცს ჰქონდა პრეტენზიები სატელეფონო კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელიც ΓΕΡΜΑΝΟΣ-ში გააფორმა და ვინაიდან ფიქრობდა, რომ დიდი რაოდენობის თანხას იხდიდა, მოითხოვა, რომ ეს კონტრაქტი გაეუქმებინა.

კოსტას კარიტინოსი მის კითხვებს ზრდილობიანად და დიდი მოთმინებით პასუხობდა, თუმცა, საბოლოოდ უთხრამ, რომ მაღაზიიდან გასულიყო, რადგან ხალხი იცდიდა.

72 წლის მამაკაცმა მართლაც დატოვა იქაურობა, თუმცა, რამდენიმე ხანში უკან იარაღით დაბრუნდა და კარიტინოსს ესროლა.

ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

onalem

ტესტ