fbpx
კრიმინალი

ემიგრანტებს საბერძნეთში ჩამოსვლაში ეხმარებოდა, რისთვისაც 186 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მისი მთავარი საქმიანობა ემიგრანტებისთვის საბერძნეთში არაკანონიერი გზებით ჩამოსვლაში ხელშეწყობა იყო. თუმცა, გარდა ამისა, მას კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და ამ ყველაფრისთვის ამ დრომდე ძებნილ მამაკაცს 186 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის კავალას პოლიციის ოფიცრებმა კარგად დაგეგმილი ოპერაციის შედეგად დააკავეს.

გარდა ამ სასჯელისა, მას 117, 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

დაკავებულს ხალხი საბერძნეთში არალეგალურად 2016 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით ჩამოჰყავდა, ხოლო კრიმინალურ ორგანიზაციაში კომოტინში იყო ჩაბმული.

მას ბრალად მრავლობითი დანაშაული ედება, რის გამოც სერესის სასამართლომ ცალ-ცალკე გაასამართლა და განაჩენი სახეზეა.

საბოლოო დასკვნით, მას 186 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც ნიშნავს, რომ მთელ სიცოცხლეს ციხის საკანში გაატარებს.

onalem

ტესტ