fbpx
საზოგადოება

ნახევარი მილიონი ევროს ბიზნესი დაიწყო, ყველაფერი ძმას დაუტოვა და თავი მოიკლა – 56 წლის სტავროს დოიაკის საქმე

ექსპერტიზის მიხედვით, 56 წლის სტავროს დოიაკიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამას ადასტურებს წერილი, რომელიც ძმას დაუტოვა და კიდევ ერთი წერილი, რომელიც მის მანქანაში იპოვეს.

დოიაკი ღლიკა ნერადან 21 ივნისს გაუჩინარდა და მის ცხედარს მალევე ტყის ტერიტორიაზე მიაკვლიეს. ბიზნესმენს ორი ტვია აქვს მოხვედრილი, ირკვევა, რომ თავიდან მან სცადა გულის არეში ესროლა საკუთარი თავისთვის, თუმცა, ვერ შეძლო და მეორედ უკვე საფეთქელში მიიბჯინა იარაღი.

ბიზნესმენმა სახლში დატოვა წერილი, სადაც ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველაფერს საკუთარ ძმას უტოვებს. მას რამდენიმე ხნის წინ ნახევარი მილიონი ევროს ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული ბიზნესში, რომელიც ხოლარგოს ტერიტორიაზე უნდა წამოეწყო. საუბარია კაფე-ბარზე.

გარდა ამისა, ამ წერილთან იყო ყუთი, საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხით.

დოიაკი მანქანაში ნაპოვნ წერილშიც თვითმკვლელობაზე საუბრობს და ბოდიშს უხდის თავის ძმას, დიდი მწუხარების გამოწვევისთვის.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, ხომ არ შეხვედრია ვინმეს ის მანამდე, ვიდრე თავს მოიკლავდა და იმალება თუ არა რაიმე სხვა ამ ყველაფრის უკან.

onalem

ტესტ