fbpx
საბერძნეთი

“მოერიდეთ არააუცილებელ გადაადგილებას!” – საბერძნეთის რომელ რეგიონებში დაიგზავნა გაფრთხილება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კლიმატური ფენომენი “ბალოს” ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ, 112-ის საშუალებით, იონიის ზღვის კუნძულებზე, კეფალონიასა და კერკირაზე, ხალხს გაფრთხილება გაუგზავნა.

112 იუწყება, რომ მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს არააუცილებელი გადაადგილებისგან იმ ტერიტორიებზე, სადაც დატბორვის მაღალი რისკები არსებობს.

ცნობილი გახდა, რომ გამაფრთხილებელი შეტყობონება მიუვიდა პატრას მოსახლეობასაც.

სინოპტიკოსები უხვ ნალექს გვპირდებიან ხვალ და ზეგ, ჩრდილოეთით კი, მთიან რეგიონებში, თოვლიც შეიძლება ვიხილოთ. მათი პროგნოზით, ამინდი შაბათს გაუმჯობესდება.

სამოქალაქო დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სურთ იმოქმედონ სწრაფად და ოპერატიულად. მოსახლეობას წინასწა უნდა ჰქონდეს ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რადგან ყველაზე რთული მდგომარეობა არის ის, როცა უკვე მძიმე შედეგები დგება და ერთადერთ გამოსავალად გაქცევა რჩება.

 

onalem

ტესტ