fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მინიმუმ 2.500 პოლიციელი ათენში – კონტროლი 25 მარტს!

ბერძნული მედია საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს 25 მარტთან დაკავშირებით, როდესაც სამხედრო მარში და მოსწავლეთა მსვლელობა გაიმართება. ათენში პოლიციის განსაკუთრებული კონტროლი იქნება, რადგან სამართალდამცავები არ გამორიცხავენ ძალადობრივ ეპიზოდებს.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით მობილიზდება პოლიციის მინიმუმ 2.500 ოფიცერი.

ათენში სამხედრო მარშის მსვლელობის პარალელურად აქტიურად იმოძრავებს საგზაო პოლიცია, რადგან ოფიცრები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ანტი-ავტორიტარული დაჯგუფების წევრებმა პროვოკაციების მოწყობა სცადონ.

პოლიცია თესალონიკშიც იგივე დატვირთვით იმუშავეს, სადაც მოსწავლეთა პარადია დაგეგმილი.

onalem

ტესტ