fbpx
კანონმდებლობასაბერძნეთი

ცვლილებები კანონში საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ – პროცედურა მარტივდება

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღება ემიგრანტებისთვის საგრძნობლად გამარტივდება.

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ გასულ ოთხშაბათს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც გატარდება ცვლილებები, მოქალაქეობის მარტივად მიღების კუთხით.

პარლამენტში გარკვევით აღინიშნა, რომ მოქალაქეობის მიღების პროცესი დროში აღარ გაიწელება და მსურველი პირები, რომელთაც მოთხოვნა უკმაყოფილდებათ, საბერძნეთის მოქალაქეები ბევრად ნაკლებ ვადაში გახდებიან.

ამათანავე, ნატურალიზაციის პროცესი იქნება შედარებით უფრო გამჭვირვალე, ვიდრე აქამდე იყო.

 

onalem

ტესტ