fbpx
საზოგადოება

კრეტა: 16 წლის ბიჭი სახლში ნათურის შეცვლას ცდილობდა, რის შედეგადაც დაიღუპა

საბერძნეთის პოლიცია ექსპერტებთან ერთად ამ დრომდე იძიებს, თუ კონკრეტულად როგორ მოხდა ინციდენტი. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი სახლში გადამწვარი ნათურის შეცვლას ცდილობდა, როდესაც დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა.

ბიჭის ოჯახმა სასწრაფო დამხარება გამოიძახა, მაგრამ ექიმებმა, ცხადია, ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს, რადგან ის დენის დარტყმის შედეგად გამოწვეული გულის შეტევით იყო გარდაცვლილი.

ვარაუდობენ, რომ სახლში არსებული ელექტრო გაყვანილობა პრობლემატური იყო, რადგან თავად 16 წლის ფილიპო ელექტრო ინჟინერიას სწავლობდა და კარგად იცოდა, თუ როგორ უნდა მოეგვარებინა მსგავსი პრობლემები და დაეცვა საკუთარი თავიც. ოჯახი ვერ იჯერებს, რომ შვილი უბრალო ნათურის გამო დაკარგეს.

პოლიცია და ნათესავები ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

onalem

ტესტ