fbpx
კრიმინალი

კალამატა: ალბანელებმა ბერძნები ხელკეტებით სცემეს

როგორც ცნობილი გახდა, სამმა ალბანელმა ორი ბერძენი ძმა ხელკეტებით უმოწყალოდ სცემა. ძმებიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

ინციდენტმა, რომელსაც გამვლელებიც შეესწრნენ, შოკი გამოიწვია. შემთხვევა შუადღეს, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. ჩხუბის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში ალბანელები ადგილიდან მიიმალნენ.

17 და 28 წლის ძმები კალამატას საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. მიყენებული ტრავების გამო საჭირო გახდა მათი იქ დარჩენა.

კალამატას პოლიცია ალბანეთის მოქალაქეებს ეძებს და პარალელურად დაშავებული ძმებისგან ელიან ჩვენებას, რათა გაირკვეს, თუ რის გამო მოხდა ინციდენტი.

onalem

ტესტ