fbpx
კრიმინალი

ათენი: 44 წლის მამაკაცი იტყუებოდა, რომ ხილს ყიდდა და მოხუცებს ძარცვავდა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ კიფისიაში 44 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც თანამზრახველთან ერთად ათენის სხვადასხვა უბნებში დადიოდა და ხალხს თავს ისე აჩვენებდა, ვითომ ხილს ყიდდა.

ირკვევა, რომ ისინი ძირითადად მოხუცებს ძარცვავდნენ და როდესაც პოტენციური მსხვერპლის სახლთან მიდიოდნენ, ერთ-ერთი მათგანი მას ართობდა, ხოლო მეორე სახლში შეუმჩნევლად შედიოდა და იპარავდა ყველაფერს, რასაც მოასწრებდა.

ბოლო დანაშაულის ჩადენისას მათ წაიღეს დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა და საკრედიტო ბარათები.

ამ დროისთვის გამოვლენილია მსგავსი ხუთი დანაშაული.

პოლიციის ცნობით, დაკავებული პროკურატურაში გადაიყვანეს, ხოლო მისი თანამზრახველი ამ დრომდე იძებნება.

onalem

ტესტ