fbpx
საბერძნეთი

უსაბუთო იმიგრანტების შემოდინების კონტროლი ძლიერდება – მიხალის ხრისოხოიდის ახალი გეგმა

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, მიხალის ხრისოხიოდისმა მიგრაციასთან დაკავშირებით კონტროლის ახალი გეგმა წარადგინა.

ირკვევა, რომ ხრისოხოიდი დღეს დილით კავალაში თავად ჩავიდა და კონკრეტული განცხადებები გააკეთა მთავრობის მიზანთან დაკავშირებით:

“ჩვენი პრიორიტეტი და მიზანი არის უკანონო მიგრაციის ნულამდე დაყვანა. უკვე ძალიან დიდი და ოპერატიული ძალისხმევა გამოვიჩინეთ ევროსში, სადაც დავიქირავეთ 400 ახალი ოფიცერი, საზღვრების გასაძლიერებლად. ასევე დაყენდა კამერები და სხვადასხვა საშუალებები, რომ საზღვარზე არსებული მდგომარეობა მკაფიო იყოს მათთვის. ეს ოფიცრები რამდენიმე დღეში დაასრულებენ გადამზადებას და პირდაპირ დაიწყებენ სამსახურს.

რაც შეეხება კავალას, აქ პირველ ეტაპზე ავიყვანეთ 100 დამატებითი ოფიცერი, რათა უსაბუთო იმიგრანტების შემოდინების კონტროლი გაძლიერდეს და პრობლემა აღმოიფხვრას. ეს რეგიონი უნდა გახდეს უსაფრთხო, ჩვენი ძალისხმევის შედეგად.

აქ არავინ უნდა გაიაროს მანქანით, რომელშიც სხედან უბედური ადამიანები და საბერძნეთში შემოღწევას ცდილობენ.

საბერძნეთი გახდა სიმბოლო, საზღვრების დაცვის თვალსაზრისით და ეს საზღვრები არის არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ევროპის. სწორედ ამიტომ გაიზარდა პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ვინაიდან გასულ მარტში მეზობელი ქვეყნის მიერ ევროსის საზღვრის წალეკვის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა,” განაცხადა მინისტრმა.

onalem

ტესტ