fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ღია იქნება თუ არა სუპერმარკეტები და სხვა მაღაზიები ხვალ, 27 დეკემბერს?!

გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 27 დეკემბერს, საბერძნეთში სუპერმარკეტები, მინიმარკეტები და მაღაზიები, რომლებიც მუშაობენ Click Away-ს მეთოდით, ღია იქნება.

აღნიშნულ დაწესებულებებს აქვთ უფლება იმუშაონ კვირა დღეს, დილის 07:00 საათიდან 21:00 საათამდე, თუმცა, თითოეულ ქსელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს კონკრეტული გრაფიკი.

სავარაუდოდ, სუპერმარკეტები გაიხსნება დილის 09:00 ან 11:00 საათზე და შესაბამისად, დაიკეტება ან 18:00 ან 20:00 საათზე.

სამთავრობო გაზეთში ასევე აღნიშნულია, რომ შესაძლოა მაღაზიები და სუპერმარკეტები ღია იყოს 3 იანვარსაც.

შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტების გარდა, მაღაზიები არ მუშაობენ რეგიონებში, სადაც უმკაცრესი კარანტინია გამოცხადებული (დასავლეთ ატიკა, კოზანი).

 

onalem

ტესტ