fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: შეკვეთის მიმტანი ახალგაზრდა ბიჭი შობის ღამეს გაძარცვეს – მას საჭმელი და ქვითრები წაართვეს

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი აგრინიოში მოხდა, თანაც შობის ღამეს.

კერძოდ, შეკვეთის დამტარებელი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც 24 დეკემბერს ღამით მუშაობდა და შეკვეთა მიჰქონდა, გზაში ძარცვის მსხვერპლი გახდა. მას ორი ბოშა წამოეწია და საუბრის საშუალებით მოტოციკლიდან ყურადღება გადაატანინეს, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას სათავსოდან საჭმელი და ქვითრები მოპარა.

როგორც თავად მსხვერპლმა განაცხადა, ქვითრებთან ერთად მისი პირადი დოკუმენტებიც წაიღეს.

პოლიციამ მოგვიანებით მოახერხა დამნაშავეთაგან ერთ-ერთის დაკავება, რომლის ასაკიც 18 წელია, მეორე კი, ამ დრომდე იძებნება.

onalem

ტესტ