fbpx
საზოგადოება

“ეს ურთიერთობა არის ნამდვილი სიყვარული და არა მხოლოდ ვნება” – რა თქვა თამთამ პარისზე დაქორწინებასთან დაკავშირებით?!

თამთასა და პარის კასიდოკოსტას ურთიერთობა უკვე 5 წელს ითვლის. წყვილი არასოდეს მალავს საკუთარ გრძნობებს და პარისს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს თამთას ქალიშვილთან, ანისთანაც.

ტელეკომპანია ERT-ზე გადაცემაში, “Σημείο συνάντησης”, თამთამ აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა არ არის დამყარებული მხოლოდ ვნებებსა და გატაცებაზე, არამედ მათ შორის არსებობს დიდი სიყვარული.

შესაბამისად, ერთ-ერთი მედია საშუალების ჟურნალისტმა მას დაუსვა კითხვა, აპირებს თუარა წყვილი დაქორწინებას, რაზეც თამთამ უპასუხა:

“ამ ეტაპისთვის ამ თემაზე საუბარი არ არის. არაფერ მსგავსს არ ვგეგმავთ.

მეორეს მხრივ კი, ცხოვრების არსი არის სიყვარული. თავს იღბლიანად ვგრძნობ არა მხოლოდ მაშინ, როცა ვინმეს ვუყვარვარ, არამედ მაშინ როდესაც ნამდვილად მიყვარს. არ არსებობს არაფერი ამაზე მნიშვნელოვანი. სიყვარული ნიშნავს გაზიარებას, ერთგულებასა და თავის მიძღვნას იმისთვის, ვინც გიყვარს,” ამბობს ვარსკვლავი.

onalem

ტესტ