fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

“ნიღბები მხოლოდ ბერძნებს უკეთიათ, ბრიტანელები საფრთხეს ვერ აღიქვამენ” – სპეციალური რეისი ლონდონი-ათენი

ბერძენი ქალბატონი, რომელიც ლონდონიდან ათენში გუშინ დილით ჩამოფრინდა, გვიზიარებს, თუ რა მდგომარეობა იყო დიდ ბრიტანეთში და როგორ აღიქვამს ერთ-ერთი განვითარებული ქვეყნის მოსახლეობა მომაკვდინებელი ვირუსის საფრთხეს.

როგორც ელენი საკული საკუთარი მობილურით გადაღებულ ვიდეოში ამბობს, ნიღბები მხოლოდ და მხოლოდ ბერძნებს უკეთიათ და ბრიტანელები საერთოდ ვერ აღიქვამენ, თუ რა საფრთხეებთან გვაქვს საქმე. ირკვევა, რომ მათ საკმარისი ინფორმაციაც კი არ აქვთ კორონავირუსის შესახებ.

საკული ასევე გვაჩვენებს ფორმას, რომელსაც ფრენის დროს მგზავრები ავსებენ. ეს ხდება იმ კანონის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერმა საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოსულმა პირმა მომდევნო 14 დღე კარანტინში, სახლის პირობებში უნდა გაატაროს და მიუთითოს მისამართი, სადაც ორი კვირის მანძილზე დარჩება, რათა შემდგომში პოლიციამ შეამოწმოს.

შეგახსენებთ, რომ კარანტინის წესის დარღვევის გამო უკვე 13 პირს გამოუწერეს 5.000 ევროს ოდენობის ჯარიმა.

onalem

ტესტ