fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი შემთხვევა ათენის ცენტრში: ერმუზე 15 წლის გოგოს “ბრძანებით” 16 წლის გოგონა სასტიკად სცემეს

ინციდენტი, რომლის შესახებაც Protothema.gr იუწყება, ათენის ცენტრში, დღის საათებში მოხდა. რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, 15 წლის გოგომ გასცა “ბრძანება”, რომ ეცემათ 16 წლის გოგონა, რომლის გამოც, სავარაუდოდ, ეჭვიანობდა.

კერძოდ, 16 წლის გოგონა და მისი ორი მეგობარი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც 15 წლის გოგოს “დაჯგუფებამ” ისინი ერმუს ქუჩაზე სასტიკად სცემა.

დაშავებული ამბობს, რომ კარგად იცნობს 15 წლის მოზარდს, თუმცა, ვერ ხვდება, თუ რის გამო შეიძლებოდა ასეთი რამ გაეკეთებინა, რადგან პირადი უთანხმოება მასთან არ ჰქონია.

15 წლის გოგო ამ დრომდე იძებნება, ხოლო მათი იდენტიფიცირება, ვინც უშუალო თავდამსხმელები არიან, ვერ ხერხდება, რადგან დაზარალებულები მათ არ იცნობდნენ.

მოზარდები Ερυθρό Σταυρό-ს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

თავდასხმის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

onalem

ტესტ