fbpx
მოგზაურობა

“დამალული” სანაპირო საბერძნეთში, სადაც თავი ზღაპარში გეგონებათ

საბერძნეთში უხვად არის ულამაზესი სანაპიროები, რომელთაგან საუკეთესოს ამორჩევა ნამდვილად გაგიჭირდებათ. ზოგი ძალიან ცნობილია მოსახლეობაში და ტურისტებითა და ადგილობრივებითაა სავსე, ზოგი კი ისეთია, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის და შედარებით რთულად მისადგომობის გამო “დამალულად” ითვლება. თუმცა, სწორედ ასეთი სანაპიროებია ხელუხლებელი, სადაც თავი არარეალურ სამყაროში გეგონებათ.

კრეტა ის კუნძულია, სადაც ასეთ სანაპიროებს ბევრს ნახავთ, მათგან კი განსაკუთრებულია აგიოფარაგოს პლაჟი, რომელიც ირაკლიოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ცენტრიდან 80 კილომეტრში.

აგიოფარაგო დამალული იმიტომ არის, რომ იქ ჩასასვლელად უნდა გაიაროთ ხეობა და დაახლოებით 20-30 წთ იაროთ. ეს საკმაოდ დამღლელია, მაგრამ რაც ქვემოთ დაგხვდებათ, ნამდვილად ღირს ენერგიის დახარჯვად. თქვენ იხილავთ კლდეებით გარშემორტყმულ ლაჟვარდოვან სანაპიროს, კრისტალურად სუფთა წყლით.

onalem

ტესტ