fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთი: ცრუ ბრალდებები ქართველების მიმართ და ინფორმაციის გაყალბების ადვილი მეთოდი

pronews.gr – 28 იანვარს აღნიშნულმა ბერძნულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია შემდეგი სათაურით: “ათობით ადამიანის ბრძოლა ლიოსიონის ქუჩაზე – დაშავებულია უცხოელი (ვიდეო)”.

აღნიშნულ სტატიაშ წერია რომ გასულ კვირას, ლიოსიონის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ქართველები და ალბანელები ერთმანეთს შეეტაკნენ..რისთვის? ტერიტორიის კონტროლისთვის.

ასევე წერს რომ, მაცხოვრებლების თქმით 10-15 კაცი იყო ჯამში და რომ ერთ-ერთი მძიმედაა დაშავებული.

როდესაც სროლა დასრულდა, ბერძნული პოლიცია ადგილზე მივიდა და გზაზე დაჭრილი ადამიანი (ანუ ერთ-ერთი ამ 10-15 კაციდან) იპოვეს. დაჭრილია მძიმედ და გადაყვანილია საავადმყოფოში.

მოდით ვნახოთ რა უბრალო მეთოდებით აბრალებენ ამ ყველაფერს ქართველებსა და ალბანელებს:

აღნიშნული საინფორმაციო სააგენტო (pronews.gr)იყენებს წყაროს რომელიც ცნობილი ბერძნული ტელევიზიის, Star-ის სიუჟეტია. სტატიაში ჩადებულია ეს ვიდეო-სიუჟეტი:

თუ უყურებთ მთლიან სიუჟეტს, ნახავთ რომ არსადაა ნახსენები ეროვნება. შესაბამისად, საიდან მოიტანა ამ საინფორმაციო სააგენტომ ინფორმაცია ქართველბსა და ალბანელებზე? არავინ იცის.

ეხლა მოდით ვნახოთ თუ როგორ ვრცელდება ეს ინფორმაცია საბერძნეთში:

მაგვარი საინფორმაციო სააგენტოები არ ფინანსდებიან და მათი შემოსავალი დამოკიდებულია საიტის სტატისტიკაზე. ანუ რამდენი ადამიანი შედის ყოველ დღე მათ საიტზე. რაც უფრო მეტი ადამიანი შედის, მით უფრო დიდ ფასში იყიდება სარეკლამო პაკეტები დაინტერესებულ კომპანიებსა და პირებზე.

ასე რომ მათთვის მთავარია საიტზე იყოს მხოლოდ სტატისტიკა. დაწერენ იმას, რაც მიაჩნიათ რომ გამოიწვევს ხალხის რეაგირებას, კომენტარებს, მოწონებებს და უამრავი ხალხის შესვლას მათ საიტზე რათა სტატია წაიკითხონ.

ამ შემთხვევაში, მათ აქვთ მოგება, თუმცა ინფორმაცია რომელსაც ავრცელებენ არ არის დაზუსტებული.

ეს ყველაფერი კი დომინოს გავს. ერთი საინფორმაციო სააგენტო თუ დაწერს, დანარჩენი საინფორმაციო სააგენტოებიც მიყვებიან და გადაიწერენ სტატიას. ანუ გამოდის რომ არავის არ აქვს დაზუსტებული აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა, 10-ზე მეტ საინფორმაციო საიტზე უკვე დადებულია და ხალხი კითხულობს!

ამ შემთხვევაში, ცნობილი და სერიოზული საინფორმაციო სააგენტოები არ გაებნენ ამ მახეში. შესაბამისად, ეს ინფორმაცია გავრცელდა სრულიად არა ცნობად საინფორმაციო გვერდებზე. როგორ მიხვდებით ამას? აიღეთ სტატიის სათაური, ჩაწერეთ ზუსტად იგივე გუგლში და ნახეთ რომელ სხვა წყაროებს ამოყრის.

ასე რომ, თუ საინფორმაციო წყაროს არ ენდობით და არ არის ცნობილი, დიდი ალბათობით მათი გავრცელებული ინფორმაციები არაა დაზუსტებული.

ჩვენ გვაქვს გამოცდილება იმისა რომ ბევჯერ დაბრალებია ქართველს რამე ბრალდება, თუმცა, ბოლოს უდანაშაულოა.

ასე რომ, გადაამოწმეთ ყოველთვის რას კითხულობთ.