fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: არასრულწლოვანი ბიჭის დედა 26 წლის მამაკაცს უჩივის

ათენის პროკურატურა ამჟამად ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირებული შემთხვევებიდან ერთ-ერთს იძიებს. საქმე ეხება 26 წლის მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული სურათების გაგზავნას სთხოვდა და მათთან კონტაქტს სექსუალური მიზნებისთვის იყენებდა.

პოლიციაში საჩივარი არასრულწლოვანი ბიჭის დედისგან შევიდა, რომელიც აცხადებდა, რომ უცხო პირი მის შვილს ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებოდა და არწმუნებდა მისთვის შიშველი ფოტოების გაეგზავნა.

პოლიციამ გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო, მიაკვლიეს 26 წლის მამაკაცის საცხოვრებელს და იქაურობა გაჩხრიკეს. ოპერაცია 2018 წლის 25 იანვარს ჩატარდა. შედეგად, ამოიღეს მობილური ტელეფონი, რომელშიც აღნიშნულ დანაშაულში მისი მონაწილეობის დამადასტურებელი ფაქტები აღმოაჩინეს.

მტკიცებულებები ჯერჯერობით გამოკვლევას საჭიროებს და სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპატამენტის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

onalem

ტესტ