fbpx
საზოგადოება

“ჩემი ქვეყნის მხარდაჭერა ყველაზე მეტს ნიშნავს” – თამთა ქართველებს მადლობას უხდის

თამთამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ბერძნულ და ინგლისურ ენასთან ერთად, ქართულ ენაზეც მიმართავს გულშემატკივრებს და დიდ მადლობას უხდის იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელიც ევროვიზიაზე გამოსვლის ფარგლებში გრძნობს:

“აბა როგორ ხართ ჩემო კარგებო?! მე უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ მხარდაჭერისთვის, იცოდეთ, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მითყუმეტეს ჩემი ქვეყნის მხარდაჭერა, უზომოდ ვაფასებ. მაპატიეთ, რომ ყველა მესიჯს ვერ ვპასუხობ, რადგან დრო არ მაქვს. მაგრამ ყველაფერს ვკითხულობ და ვხედავ. 18 მაისს ფინალში ისევ თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს და ამაში ეჭვიც არ მეპარება.”

შეგახსენებთ, რომ ის ხვალ, 18 მაისს ევროვიზიის ფინალურ ტურში კიდევ ერთხელ იმღერებს.

onalem

ტესტ