fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ბერძნებმა ემიგრანტი მამაკაცი გაძარცვეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ნავპლიოში მოხდა. ორი ბერძენი თავს დაესხა ემიგრანტ მამაკაცს და ძალის გამოყენებით წაართვეს, რაც კი ჯიბეში ჰქონდა.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელები 20 და 22 წლის ბერძნები არიან, რომლებიც ბასრი იარაღით იყვნენ შეიარაღებული და მას შემდეგ, რაც უცხოელი მამაკაცი სცემეს და ძირს დააგდეს, მუქარის ფონზე აიძულებდნენ, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია. შემდეგ ჯიბეები გაუჩხრიკეს და მობილური ტელეფონი წაართვეს.

პოლიციამ ორივე მათგანი დააკავა. როგორც ოფიცრები იუწყებიან, მსხვერპლი 41 წლის მამაკაცია, რომელის საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფება.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, ორი ახალგაზრდის ბრალეულობა სხვა მსგავს დანაშაულებში.

 

onalem

ტესტ