fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა მამაკაცმა ციხეში 1 წელი გაატარა, რადგან მისმა შვილმა ცრუ ჩვენება მისცა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კარისტოში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ცხოვრებიდან 1 წელი დაკარგა იმის გამო, რომ მისმა ქალიშვილმა ცრუ ჩვენება მისცა.

ყველაფერი 1 წლის წინ დაიწყო, როდესაც მამაკაცი საკუთარ შვილზე ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულეს, გაასამართლეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება გამოვიდა ექსპერტიზის დასკვნისა და თავად მსხვერპლის ჩვენების საფუძველზე, ვინაიდან განაცხადა, რომ სხეულზე მძიმე დაზიანებები მამამისმა მიაყენა.

1 წლის შემდეგ შედგა მეორე სასამართლო, სადაც გოგონა გამოცხადდა და ჩვენება შეცვალა, თქვა, რომ არა მისმა მამამ, არამედ ბიძაშვილმა სცემა, მაგრამ ვინაიდან იმ მომენტში მამა მათ აშველებდა, მიღებული შოკისგან დაიბნა და ადგილზე მისულ პოლიციას უთხრა, რომ მამამისმა სცემა.

სასამართლომ საბოლოოდ მამაკაცი გაამართლა, ვინაიდან მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა და გაათავისუფლეს.

onalem

ტესტ