fbpx
კრიმინალი

ათენი: სახლში შესული მძარცველები პატრონს არ ელოდნენ და ცეცხლი გაუხსნეს

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი ათენში დღეს მოხდა. ერთ-ერთი ბოშა მამაკაცის სახლში ასევე ბოშა მძარცველები შეიჭრნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ იქ არავინ იმყოფებოდა, თუმცა, უეცრად, პატრონს წააწყდნენ.

მამაკაცის დანახვისგან გამოწვეული შოკის გამო მძარცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ჩამოიმსხვრა ფანჯრები და ის სერიოზულად დაშავდა. საბედნიეროდ, ტყვია არ მოხვედრია.

მიუხედავად ამისა, დამნაშავეებმა მისი სახლიდან 10.000 ევროს გატანა შეძლეს და როგორც ჩანს, იცოდნენ, რომ მამაკაცი ამ თანხას ფლობდა.

პოლიცია მათი ვინაობის იდენტიფიცირებას და ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს.

onalem

ტესტ