შაბათის ამინდი საბერძნეთში – სად იწვიმებს?!
დასავლეთ საბერძნეთში დილისა და საღამოს საათებში ხილვადობა შემცირებული იქნება, რასაც ატმოსფერული მტვერი გამოიწვევს.
ტემპერატურა დასავლეთ მაკედონიაში 6-დან 21 გრადუსამდე იმერყევებს, ჩრდილოეთ საბერძნეთში 9-დან 22 გრადუსამდე. ცენტრალურ საბერძნეთში 12-დან 23 გრადუსამდე. ეპირუსში 15-დან 30 გრადუსამდე.
იონიის კუნძულებზე 17-დან 26 გრადუსამდე. დასავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში 17-დან 26 გრადუსამდე.
კონტინენტის დანარჩენ ნაწილში 15-დან 25 გრადუსამდე, ეგეოსის ზღვაში 16-დან 23 გრადუსამდე. ხოლო დოდეკანესში ტემპერატურა მაქსიმუმ 28 გრადუსამდე გაიზრდება.
ჩრდილოეთ ეგეოსში იქროლებს 5-6 ბალი სიძლიერის ქარი.
ატიკის რეგიონში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და მცირე პერიოდული წვიმა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ გარეუბნებში. იქროლებს ასევე 5-6 ბალი სიძლიერის ქარი, ხოლო ევიაში ბალი. ტემპერატურა იმერყევებს 16-დან 24 გრადუსამდე. ჩრდილოეთით კი 21 გრადუსს არ გადააჭარბებს.
თესალონიკშიც ასევე მოსალოდნელია მორუბლულობა და მცირე პერიოდული წვიმა. იქროლებს 3-4 ბალი სიძლიერის ქარი. ტემპერატურა იმერყევებს 15-დან 21 გრადუსამდე.