ათენის ცენტრი გადაკეტილია – ხალხი სინდაღმის მოედანზე გროვდება!
ათენის ცენტრში მაკედონიასთან დაკავშირებულ აქციაზე ხალხი ნელნელა იკრიბება. სინდაღმაზე გზები მანქანებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაკეტილია.
16:20 საათზე პოლიციამ პარლამენტის წინ გზის გადაკეტვის ბრძანება გასცა. სინდაღმის მოედანზე ბევრი ხალხი არ შეინიშნება, რაც, სავარაუდოდ, წვიმიან ამინდს უკავშირდება.