გერმანიაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
გერმანიის ქალაქ დრეზდენში საქართველოს ოთხი მოქალაქე მას შემდეგ დააკავეს, რაც მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში 50-მდე კაცი სამართალდამცველებს თავს დაესხა.
ინფორმაციას გერმანული გამოცემა Zeit.de ავრცელებს.
თავშესაფარში პოლიციელების მისვლის მიზეზი ორ ადამიანს შორის ჩხუბი გახდა. სამართალდამცველებმა ვითარების განმუხტვა სცადეს, თუმცა მათ 50-მდე ადამიანი დაესხა თავს.
შეტაკების შედეგად ორი სამართალდამცველი და დაცვის სამსახურის ერთი თანამშრომელი დაშავდნენ.
ინციდენტის გამო პოლიციის დამატებითი ძალების გამოძახება გახდა საჭირო.