ათენი: იმუშავებენ თუ არა ხვალ ავტობუსები და ტროლეიბუსები?!
ხვალ ათენისთვის მძიმე დღეა! 4 თებერვალს დაგეგმილი აქციის ფარგლებში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი.
განსაკუთრებით საინტერესოა საკითხი, როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ვინაიდან სინდაღმის ცენტრსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 მილიონი ადამიანის შეკრებას ვარაუდობენ.
ხვალ 4 თებერვალს დაკეტილი იქნება მეტროს სამი სადგური: ომონია, სინდაღმა, პანეპისტიმიო.
ავტობუსები და ტროლეიბუსები იმუშავებენ, თუმცა, ისინი, რომლებსაც ცენტრში გავლა უწევდათ, ვინაიდან იქ გადადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება, იმოძრავებენ განსხვავებული გზებით.
ასევე, შესაძლოა, დააგვიანონ გაჩერებებზე მისვლა, რადგან ასეთ შემთხვევებში, ჩვეულებრივ, საცობები იქმნება.