მენიდიში გარდაცვლილი 11 წლის მარიოს სკოლაში მშობლებისთვის არაფერი შეცვლილა
დღეს ახარნონის მე-6 დაწყებით სკოლაში მოსწავლეებისთვის პირველი ზარი დაირეკა.
სამი თვის წინ, სწავლის დასრულების ცერემონიაზე აღნიშნული სკოლის ეზოში 11 წლის მარიომ სული განუტევა.
”ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვისაც,” ამბობს ერთ-ერთი ბავშვის დედა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ მენიდიში არაფერი შეცვლილა.
”ჩემს შვილიშვილს არ უნდოდა დალოცვის ცერემონიაზე წასვლა,” ამბობს კიდევ ერთი ქალი, რომლის შვილიშვილიც გარდაცვლილი ბავშვის კლასელი იყო.