ბრიტანელი დაივინგის მწვრთნელი ზაკინთოზე გარდაიცვალა
19 წლის ბრიტანელი ყვინთვის ოსტატი და მწვრთნელი საბერძნეთის კუნძულ ზაკინთოზე ცურვისას გარდაიცვალა.
მისი თანამშრომლების თქმით, ჰარი ბაიათი წყალქვეშ ცურავდა და ზედაპირზე ამოყვინთვა ვეღარ შეძლო.
BBC-ის ინფორმაციით, ის პელიგონის კლუბის მწვრთნელი იყო. კლუბის პერსონალმა განგაში მისი ჩაყვინთვიდან 5 წუთის შემდეგ ატეხა. ცოტა ხნის შემდეგ ბაიათი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, სახელმწიფო მაქსიმალურად დაეხმარება ზაკინთოზე გარდაცვლილი ბიჭის ოჯახს და ბრიტანეთთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან.