fbpx
კრიმინალი

17 ქალი, რომელსაც შვილი არ ჰყავს, ბავშვებისთვის მინიმუმ 600 ევროიან დახმარებას იღებდა

ბერძნულმა სასამართლომ 17 ქალს რამდენიმე თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ყალბი საბუთები წარადგინეს ერთ-ერთ საჯარო უწყებაში და ცრუობდნენ, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდათ და გარკვეული ტიპის ფულადი დახმარება ეკუთვნოდათ.

მათი თაღლითობის შესახებ პირველად 2012 წელს გამომჟღავნდა, როდესაც შესაბამის უწყებაში სხვადასხვა მონაცემები აღმოაჩნდათ და სწორედ აქედან დაიწყო გამოძიება.

თითოეული ქალი ΟΓΑ-სგან მინიმუმ 600 ევროს იღებდა და საერთო ჯამში მათ მიერ მიყენებული ზარალი 6.484 ევროს უდრის. ისინი ბოშები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასაკით არც თუ ისე დიდები არიან, მათ მოახერხეს საბუთების მეშვეობით თავი დედებად გაესაღებინათ, რადგან ბოშებისთვის მცირე ასაკში მშობიარობა ჩვეულებრივი მოვლენაა.

17-ივე ქალს 6-დან 12 თვემდე პატიმრობა ელის, თაღლითობისა და საბუთების გაყალბების ბრალდებით.

 

onalem

ტესტ