საბერძნეთი: უცხოელები დიდ ინტერესს იჩენენ “ოქროს ვიზასა” და უძრავი ქონების ყიდვაზე

საბერძნეთის სახელმწიფო აფართოებსოქროს ვიზისპროგრამას რათა მეტი ინვესტორი მოიძიოს საბერძნეთში. შესაბამისად, ის უცხოელები რომლებიც საბერძნეთში იყიდიან უძრავ ქონებას რომლის საფასურიც მინიმუმ 250.000 ევრო იქნება, ავტომატურად აიღებენოქროს ვიზას”, ანუ საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლებას.

ცნობილი ბერძნული გაზეთისპარაპოლიტიკა”-ს ინფორმაციით, წელს უცხოელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ამ პროგრამასთან დაკავშირებით და უძრავი ქონების ყიდვა დაიწყეს. ამ ადამიანების მეტი ნაწილი თურქები, ჩინელები, ეგვიპტელები და რუსები არიან. ასევე არიან სხვა აფრიკული და აზიური ქვეყნების მოქალაქეებიც.

ისინი უძრავ ქონებას ყიდულობენ არა მარტო საბერძნეთის დედაქალაქში, არამედ ბერძნულ კუნძულებზეც.

თუმცა, საბერძნეთის მთავრომა აქ არ ჩერდება. როგორც ცნობილი გახდა, აგვისტოს ბოლოში ბერძენი მაღალ თანამდებობიანი პირები ჩინეთში იმოგზაურებენ რათა აღნიშნული პროგრამა უფრო განავითარონ და ჩინელებმაოქროს ვიზისმოპოვება არა მარტო უძრავი ქონების მეშვეობით შეძლონ, არამედ საინვესტიციო პროდუქტების ყიდვის მეშვეობითაც.

ოქროს ვიზაუცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესო ჩანს. ისინი, პრაქტიკულად ყიდულობენ უძრავ ქონებას რათა მოიპოვონ აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც მათ აძლევს არა მარტო საბერძნეთში, არამედ ნებისმიერ სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას.

უცხოელები ვალდებულები არ არიან საბერძნეთში იცხოვრონ რათაოქროს ვიზაძალაში იყოს. თუმცა, თუ მათ მოინდომეს რომ გახდნენ საბერძნეთის მოქალაქეები, ამ შემთხვევაში საბერძნეთში უნდა იცხოვრონ მინიმუმ 7 წელი.