fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი: როგორ მივიღოთ სოციალური დახმარება 2018 წელს?!

საშობაოდ სოციალური დანამატი, დაახლოებით, 1.3 მილიონ ოჯახს ელოდება, რომელთაც ელექტრონული განაცხადი koinonikomerisma.gr-ის სპეციალურ პლატფორმაზე უნდა გააკეთონ, როდესაც იგი გაიხსნება.

სოციალურ დანამატთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საბოლოო ფაზაშია და როგორც ჩანს, ყველაფერი გასულ წელს გამოყენებულ მოდელს მიჰყვება.

გასულ წელს, განაცხადის შეტანის მსურველები უნდა შესულიყვნენ სპეციალურ ვებ-გვერდზე, სადაც უნდა მიეთითებინათ საკუთარი მონაცემები (ΑΦΜ, ΑΜΚΑ და სხვ.) და განეცხადებინათ თანხმობა სოციალურ დივიდენდზე.

თუ თქვენს ოჯახში ზრდასრული წევრები არიან, იმის გასაგებად,აკმაყოფილებთ თუ არა კრიტერიუმს, საჭიროა წარადგინოთ კოდები Taxisnet-ის მეშვეობით, რათა თქვენი მონაცემები დამუშავდეს. დადებითი პასუხი განაცხადის შევსების საბოლოო ეტაპია.

თუ მთავრობა გასული წლის მოდელის მიხედვით იხელმძღვანელებს, მსურველები ვერ შეძლებენ ფულად დანამატზე (საუბარია ნაღდ ფულზე) განაცხადის შეტანას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი აღარ ცხოვრობენ იმ ოჯახებში, რომლიდანაც გასულ წელს დარეგისტრირდნენ.

onalem

ტესტ