ათენი: საბერძნეთის პოლიცია კრიმინალების ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც ძვირფასეულობის მაღაზიებს ძარცვავდნენ

საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს კრიმინალური დაჯგუფების წევრების ფოტოებს, რომლებიც ქალაქის ცენტრში ძვირფასეულობის მაღაზიებს ძარცვავდნენ. მათ მიერ ბოლოს ჩადენილი დანაშაული პანეპისტიმიუს ქუჩაზე, ჯერ კიდევ ღია მაღაზიის ქურდობაა, რომელიც გამვლელებმაც კი ვიდეოზე აღბეჭდეს.

დაკავებულია 7 მამაკაცი და 1 ქალი. მათი მეთაური 33 წლის ალბანელი იყო, რომელიც ტირინთას ციხიდან გასულ ზაფხულს გაიქცა. მას თავისუფლების 71 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

დაჯგუფების მიერ მოპარული ნივთების ღირებულება 800, 000 ევროს აჭარბებს. ისინი იყენებდნენ შემზარავ ნიღბებს. მაღაზიებში შესვლისას კი ჩვეულებრივ კლიენტებად ასაღებდნენ თავს.

იხილეთ მათი ფოტოები:

melano

ტესტ