fbpx
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი გაუარესდება – ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი საბერძნეთში

ბერძენი სინოპტიკოსის, საკის არნაუტოღლუს ინფორმაციით, საბერძნეთში ამინდი ხვალიდან კვლავ უარესდება. მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით.

სამშაბათს, ისევე როგორც დღეს, ოთხშაბათს, მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება და უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესება ქვეყნის დასავლეთიდან დაიწყება და ატმოსფერული მოვლენა გამოიწვევს უხვი ნალექის მოსვლას, როგორც ეს გასულ დღეებში იყო.

საკის არტაუტოღლუ იტყობინება, რომ კვირის ბოლოს გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა და ზომების მიღებაც კი არის საჭირო, რადგან ძლიერმა წვიმამ და ქარმა შესაძლოა სერიოზული პრობლემები შექმნას.

onalem

ტესტ